ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგრანტო კონკურსს
აცხადებს.
"ახალგაზრდული სივრცეების განვითარება და არაფორმალური განათლების
ხელშეწყობა". "კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების მხარდაჭერა" და
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციის
ხელშეწყობა" - საგრანტო კონკურსი ამ სამი თემატური მიმართულებით
ცხადდება. საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12
სექტემბერია.
მინისტრი მოადგილის, ირაკლი გივიაშვილის თქმით, კონკურსი სამი
თემატური მიმართულებით გამოცხადდა.
ესენია: ახალგაზრდული სივრცეების გაძლიერება და არაფორმალური
განათლების ხელშეწყობა - 100 000 ლარი;
კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა - 50 000 ლარი.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციის
ხელშეწყობა - 50 000 ლარი.