ცხინვალის სასამართლომ მამუკა ჩხიკვაძეს 3 წლითა და 8 თვით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია
ავრცელებს.
,,რესის'' ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ბრალი ნარკოტიკული
საშუალების კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენეს. საუბარია 4 გმ-ზე მეტ
მარიხუანაზე.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 41 წლის
მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 10 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო
საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.
⠀
თუმცა, კგბ-ს მტკიცებით, პირადი ჩხრეკისას ოთხ გრამზე მეტი მარიხუანა
აღმოაჩინეს.
მამუკა ჩხიკვაძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და ავღანეთისა და
ერაყის მისიებში მონაწილეობდა. მისი დაკავების თაოაბზე
უფლედამაცველებმა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნეს.