გორში, კარალეთის დევნილთა დასახლებაში ერთ-ერთი კოტეჯში ხანძარი
გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ხანდაზმული მამაკაცი
საწოლს იყო მიჯაჭვული.
კოტეჯში ამ დროს პაპა-შვილი იმყოფებოდა. შვილს სიცოცხლისთვის საშიში
დაზიანებები არ მიუღია.
,,სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩნდა ცეცხლი. ბიჭიც
ფანჯრიდან გადმოხტა. ისიც ცუდად იყო. სავარაუდოდ კვამლით გაიგუდა
მოხუცი'' - ამბობენ მეზობლები.
სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.