ქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი
ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით
ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც წარმოადგენდა უძრავი
ქონების სერტიფიცირებულ კერძო ექსპერტ-შემფასებელს, უკანონო
მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის
სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუმზადა ყალბი დასკვნა, რომლითაც შიდა
ქართლის რეგიონში მდებარე 13 830 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შეფასებულ იქნა 1 094 060 ლარად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე
მუხლის მესამე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის
სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.