ქარელის სოფელ ავლევში ქალი გაგუდეს - ბრალდებული 34 წლის მამაკაცია
შიდა ქართლის პოლიციამ 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის
სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული
ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.