ცხინვალის, დისევის, ქსუისისა და ნაგუთნის მიმდებარედ ცეცხლის კერები გაჩნდა
დღეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის თანამშრომლები ხანძარს ოთხ ლოკაციაზე ებრძოდნენ.
ხანძრის კერები გაჩნდა როგორც ცხინვალის გარეუბანში, ასევე სოფლების:
დისევის, ქსუისისა და ნაგუთნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ორ ადგილზე ხანძარი სრულად
ლიკვიდირებულია, დანარჩენებზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.