ხაშურში მოქალაქეებს ,,კოლხოზნიკები'' ჩამოართვეს. ამის შესახებ
ინფორმაციას ხაშურის ტელევიზია ,,ივერია'' ავრცელებს.
მათთან საუბარში მძღოლები აცხადებენ, რომ მიზეზი უცნობია:
,,ეს მანქანები გვყავდა ღორინამკალას მთისკენ. არც შეშით ყოფილა
დატვირთული, არც არაფერი. გვითხრეს, უნდა ჩამოგართვათო. ახლა უნდა
წაიღონ გორში, საჯარიმოზე. კი ადრე ვმუშაობდით შეშაზე, მაგრამ ეხლა
ნამდვილად არ ყოფილა დატვირთული'' - აცხადებენ მძღოლები.
ხაშურის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ეკატერინე
პაპუაშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივად მძღოლებს რეალური მიზეზი
უნდა აუხსნან:
,,როგორ შეიძლება ყოველგავარი ახანა-განმარტებების გარეშე ჩამოართვა
მანქანები და არ მისცე განმარტებას თუ რაში მიუძღვით ბრალი'' - ასე
ეხმაურება საკრებულოს წევრი.