გამთენიისას გორი-ტყვიავის გზაზე ავარიას 22 წლის ბიჭს სიცოცხლე ემსხვერპლა
გამთენიისას გორი-ტყვიავის გზაზე ავარია მოხდა. მანქანა ხეს
შეეჯახა.
ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ
საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაიღუპა 22 წლის მამაკაცი.
შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.