გადაწყდა, რომ მეჯვრისხევში პაატა გულიაშვილის სოლო კონცერტი
გაიმართება.
გორის მერს უფლება მისცეს, რომ პაატა მსახიობს 5100 ლარი უტენდეროდ
აუნაზღაუროს. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტომ გადაწყვეტილება
გუშინ 25 აგვისტოს მიიღო.
იმის გამო, რომ თანხა აღემატება 5 ათასს ლარს და ტენდერის ჩატარებაა
საჭირო, გორის მერიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომ გადაუდებელი
აუცილებლობიდან გამომდინარე, მეჯვრისხევში კონცერტი ჩატარდეს.
შესყიდვების სააგენტო დარწმუნდა, რომ აუცილებელია მეჯვრისხევში
კონცერტის ჩატარება, ხოლო გორის მერიამ თანხა პაატა გულიაშვილს
გადაუხადოს.
ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, თუ რა თანხას უხდიან ადგილობრივი
ბიუჯეტიდან მსახიობს.
ხაშურის მერიამ მას 2500 ლარი, ქარელის მერიამ - 3827 ლარი
გადაუხადა.
ჯამში, შიდა ქართლში პაატა გულიაშვილს დაახლოებით 11 ათას 500 ლარს
ურიცხავენ.
იხ. ამავე თემაზე:
პაატა
გულიაშვილის ჰონორარები შიდა ქართლში