კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის სასაფლაოდან მარმარილოს ქვებს
იპარავენ.
ამის შესახებ სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პოლიციამ საქმეს არ იძიებს. ერთ-ერთი
დაზარალებულის განცხადებით, სასაფლაოსთან სათვალთვალო კამერებია
დაყენებული.
,,წარვუდგინე პოლიციას სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მაგრამ
არანაირი რეაგირება'' - ამბობს დაზარალებული.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, ქურდობის ფაქტები ხშირად ხდება.
სოფელი ფერმა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია.