გორის მერიამ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ მოქალაქე დაჯარიმდეს
1000 ლარით.
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ამხილეს პიროვნება,
რომელმაც გარემო ტონა ნარჩენით დააბინძურა.
კერძოდ, საუბარია ნარჩენების მართვის კოდექსის 38-ე მუხლის მერველ
ნაწილის დარღვევაზე.
კოდექსის მიხედვით, ტონაზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით
გარემოს დანაგვიანება იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
მოქალაქე ამტკიცებდა, რომ ნარჩენი მისი და არა რომელიმე კომპანიის
საკუთარება იყო.