გორის ხანდაზმულთა სახლს საფეხბურთო კლუბ ,,დილას'' ლეგიონერმა
ფეხბურთელებმა დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც ხანდაზმულთა სახლის, ,,შენი თბილი კერის'' ხელმძღვანელი ჟუჟუნა
წერეთელი აცხადებს, ხანდაზმულები უშუალოდ ფეხბურთელებმა მოინახულეს.
კერძოდ:
,,ბრაზილიელმა ალეფ სანტოსმა და ვარდენსონ სილვამ, ამავე კლუბის
აფრიკელმა ფეხბურთელებმა ეტოუ რომარიკმა და ონორე გომესმა ინახულეს და
ჰუმანიტარღული დახმარება აღმოუჩინეს, მათმა უმშვენიერესმა მეუღლეებმა
სურსათი სანოვაგე და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს ხანდაზმულებს'' -
აცხადებს ჟუჟუნა წერეთელი.
მისი ინფორმაციით, ფეხბურთელების მეუღლეები დაინტერესდნენ, თუ რა
სახის დახმარება ესაჭიროებოდათ ხანდაზმულებს, რომ შემდეგი ვიზიტისას
გაითვალისწინონ.
,,Მათ თან ახლდათ 4 წლის ესტელა, ძალიან საყვარელი გოგონა.
Ადმინისტრაცია მადლობას უხდის გორის დილას ფეხბურთელებს და უსურვებს
მათ წარმატებებს.'' - აღნიშნავს ჟუჟუნა წერეთელი.
გორში ხანდაზმულთა სახლი ,,შენი თბილი კერა'' პანდემიის დროს გაიხსნა.
სტალინის გამზირზე მდებარე შენობა სასტუმროს წარმოადგენდა. სასტუმროს
ხელმძღვანელმა გადაწყვიტა ოთახები ხანდაზმულთა თავშესაფრად
გადაეკეთა.
ფოტოზე:
მარცხნიდან: ვანდერსონ სილვა, ონორე გომისი, ალეფ სანტოსი, ეტოუ
რომარიკ.