2022 წელს საპატიო გორელის წოდება 7 ადამიანს მიენიჭა.
მათ და დღემდე არჩეულ გორის ყველა საპატიო მოქალაქეს, გორის
მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ინიციატივით საჩუქრები
და ფულადი ჯილდოები გადაეცათ 500 ლარის ოდენობით.
მიმდინარე წელს გორის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:
- თინა ბრეგვაძე - კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი
- დარია ვაშაგაშვილი - გორის საბრძოლო დიდების მუზეუმის დირექტორი
- მარიზა აბრამიძე - შიდა ქართლში ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი
- თინა წერეთელი - საბავშვო ბაღის დირექტორი
- შალვა ტაბატაძე - ინჟინერი
- ჯემალ მჭედლიშვილი - წარმატებული სპორტსმენი
- გიორგი გოგშელიძე - წარმატებული სპორტსმენი
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია ქალაქის სახალხო
დღესასწაულის "გორის დღე 2022" - ის ფარგლებში გაიმართა.
ოფიციალური
მონაცემებით, გორს უკვე 78 საპატიო მოქალაქე
ყავს. 5 საპატიო მოქალაქე 2021 წელს დაასახელეს.