ქარელის დღე 5 ნოემბერს აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის
მერის კულტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე ავრცელებს.
მან თავის მოხსენებით ბარათში ქარელის მერს აცნობა, რომ მიწვეული
იქნება ტელეკომპანია ,,იმედის'' ღამის შოუს ბენდი - გელა გნოლიძის
ხელმძღვანელობით.
თურქაძემ ქარელის მერს სთხოვა, რომ ბენდის მომსახურებისთვის 17 000
ლარი გამოიყოს.
ქარელობა ბოლო ორი წელია აღარ ტარდებოდა პანდემიის გამო.
შიდა ქართლში დანარჩენ ქალაქებში სადღესასწაულო დღეები - გორის
დღეები, ხაშურქალაქობა და კასპობა 23 ოქტომბერს აღინიშნა.