სასამართლო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.კ არ იჯდა იმ
ავტომანქანაში, რომელიც ქარელის საკრებულოს წევრს ზურაბ ახმედოვს
გასტაცეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი გამართლდა და პატიმრობიდან
გათავისუფლდა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს: მ.ჟ-ს, მას 9 წლით თავისუფლების
აღკვეთა მიუსაჯეს.
2-წლიანი გამოძიების შემდეგ 3 გამტაცებლიდან 2 პირის ვინაობა კვლავ
დასადგენი რჩება.
მანქანის გატაცება და ყაჩაღობა 2020 წლის 23 ოქტომბერს მოხდა. ზურაბ
ახმედოვს, 12 საათზე, ქარელი-ლეთეთის გზაზე 3 პირი დაესხა თავს.
ფერმერ ცივი იარაღის მუქარით ავტომანქანა გასტაცეს, რომელიც შემდეგ
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში ნახეს.
აღნიშნულ ფაქტზე ქარელის პოლიციამ იმავე დღეს 2 პირი დააკავა.
მანქანის გატაცებიდან მეორე დღეს, ქარელის შს სამმართველოს
თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მ.ჟ-ს საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში.
პოლიციის ცნობით, ამოიღეს დეტონატორი, ვაზნა და მარიხუანა.
სასამართლო ექსპერტიზით, მ.ჟ-ს ბიოლოგიური ნიმუშები გატაცებულ
ავტომანქანაში აღმოჩნდა.