გორში. ქართველი მწერლის და რეჟისორის ბესო სოლომანაშვილის ფილმის
„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ ჩვენება გაიმართება.
დაინტერესებულ პირებს 5 ნოემბერს, 12 საათზე, ISFED- ის რეგიონული
ოფისში, სუხიშვილის #1-ში ეპატიჟებიან.
ფილმი გადაღებულია თამარ ფხაკაძის მოთხრობის მიხედვით. სცენარის
ავტორები: ბესო და ირაკლი სოლომანაშვილები. მთავარ როლში: დუტა
სხირტლაძე. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დებატები ოკუპაციის
თემაზე. ფილმის ჩვენებას დაესწრება რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი.
შეხვედრა გაიმართება ISFED -ის და CENN -ის ორგანიზებით, გორის
მუნიციპალიტეტის სოციალური მეწარმეობის და ინოვაციების მხარდამჭერი
მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში .
მრჩეველთა საბჭო შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის
(EU4Youth) სოციალურიმეწარმეობის ეკოსისტემების განვითარება ( SEED)
მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში. პროექტს ანხორციელებს
CENN-ი .