გორის არქივი ინახავს დოკუმენტებს, რომლის მიხედვით, 1925 წელს
აიკრძალა სოფლებში დღეობების ჩატარება.
მათ ნაცვლად კი ხალხი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის
გამარჯვების აღმნიშნელ ზეიმზე უნდა წასულიყო.
მიუხედავად აკრძალვისა, 7 ნოემბრის აღლუმის შემდეგ, ხალხი დღეობებზე
მაინც მიდიოდა.
დოკუმენტები მოიძია გორის არქივის მეცნიერ-თანამშრომელმა ქეთევან
მაჭარაშვილმა.
მაგალითად, 1925 წლის დიცის თემ-აღმასკომის პლენუმის ოქმის თანახმად,
7 ნოემბრის ზეიმის ჩატარების ხელმძღვანელობა დაევალათ პირებს,
რომლებიც გაგზავნილი იქნენ სოფელ ტირძნისში, თერგვისში, ბროწლეთში,
არბოში, ქორდში, მეღვრეკისში, ერგნეთში.
1928 წელს შინდისში გაუქმდა საეკლესიო დღესასწაული ამაღლება და
დაწესდა 7 ნოემბერი, ვარიანსა და საქაშეთში გაუქმდა საეკლესიო
დღესასწაული ამაღლება, ღვთისმშობლობა და დაწესდა 7 ნოემბრის
დღესასწაულის აღნიშვნა და ა.შ