ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი გორში მხარდამჭერებს შეხვდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან
ხაბეიშვილი გორში მხარდამჭერებს შეხვდა.
ამის ამსახველი ფოტოები კანდიდატმა გამოაქვენა.
,,პირველი შეხვედრა გორში - დავიწყე აქტიური შეხვედრები ნაციონალური
მოძრაობის ადგილობრივ ლიდერებთან, წევრებთან, მხარდამჭერებთან. უნდა
გავაძლიერდეთ და გადავიდეთ აქტიურ მოქმედებაზე. მჭირდება თითოეული
თქვენგანის მხარდაჭერა'' - აღნიშნავს ხაბეიშვილი.
პარტიის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ამჟამინდელი თავმჯდომარე,
ნიკა მელია და პოლიტიკური აქტივისტი გიორგი მუმლაძე.