ახალგორის რაიონში ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას ზამთრისთვის შეშას
აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, შეშა დღეის
მონაცემებით 23-მა ოჯახმა მიიღო.
ახალგორის (ლენინგორის) რაიონის ადმინისტრაციის გამგეობის
პრესმდივანმა ანჟელა კოკოევმა სააგენტო ,,რესს'' განუცხადა, რომ შეშას
კიდევ 17 ოჯახი მიიღებს.
"ზამთრობით შეშის მიწოდება სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე
სასიცოცხლო საკითხია, გაზის უქონლობის გამო სახლების გასათბობად
ერთადერთი გზა შეშის ღუმელია", - განაცხადა კოკოევმა.
ახალგორის (ლენინგორში) რაიონში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის
მიერ დანიშნული გამგებლის, ილარიონ გაგიევის თქმით, დახმარებას უწევენ
მარტოხელა პენსიონერებს, შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მათ,
ვისაც დახმარება სჭირდება და ზამთრისთვის შეშის დამოუკიდებლად
მომზადებას ვერ ახერხებს.