პოლიციელებს ხის ჯიხური რამდენიმე დღის წინ დაუდგეს, იქ ერთი სკამი
დგას, რომელსაც მორიგეობით იკავებენ.
დარია თუ ავდარია, ამ საგუშაგოზე პოლიციელები ხე-ტყით დატვირთულ
სატვირთო მანქანებს და მიკროავტობუსებს ამოწმებენ, შედეგებს კი
ზონარგაყრილ რვეულში აღრიცხავენ.
პაპანაქება ზაფხულს გაუძლეს, წინ თოვლი და ქარ-ბუქიანი ამინდები
ელოდებათ.