როკის გვირაბთან მამაკაცი კლდიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.
სააგენტო რესის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 18:15 სთ-ზე მოხდა.
მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი
გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სიმარღლე, საიდანაც მამაკაცი გადმოვარდა, 70 მ-ია. სხვა დეტალები
უცნობია.