ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია გორში გორის
ახალგაზრდული ცენტრის წევრების ორგანიზებით ჩატარდა.
ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა მოსახლეობაში თემატური
პოსტერები დაარიგეს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა
მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს
გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) ფინანსური მხარდაჭერით.