გორის მესამე საჯარო სკოლის სამეურვეომ საბჭომ ძალაში დატოვა
დირექტორის ბრძანება.
ამ ბრძანებით სპორტის მასწავლებელი თეა კეჩხუაშვილი სკოლიდანაა
გათავისუფლებული.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა დღეს 2 საათზე მეტხანს იმსჯელეს. ჯერ
სკოლის დირექტორს მოუსმინეს. შემდეგ სადისციპლინო კომისიის წევრები
გამოკითხეს.
საბოლოოდ კი მათი პოზიცია გაიზიარეს.
დასაბუთებული გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. სხდომა
დახურული იყო.
საქმის განხილვა სასამართლოში გადაინაცვლებს.
იხ. უფრო ვრცლად
გორის III სკოლიდან გათავისუფლებულმა
მასწავლებელმა სამეურვეო საბჭოს მიმართა