"არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ მან ჩახვეული ფეხის ილეთი
გამოიყენა, რაც აკრძალულია, გაარკვიეს, რომ ეს იყო ჰანსოკუ-მაკე. რაც
მოხდა, მოხდა, ეს საშუალებას მაძლევს ვიცოდე, რა გამომრჩა, რომ
უკეთესად მოვემზადო პარიზის ოლიმპიადისთვის" - განუცხადა ტედი რინერმა
ფრანგ ჟურნალისტს
ძიუდოს წესების მიხედვით, ჰანსოკუ-მაკე ნიშნავს იმას, რომ ჩახვეული
ფეხით ბრუნის შესრულებისთვის სპორტსმენი იხსნება შეჯიბრიდან. მართლაც,
თუშიშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს.
ტედი რინერმა 26 ნოემბერს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მიიღო
მონაწილეობა. ამ ჩემპიონატზე ჩემპიონი გახდა ქართული კლუბი
,,მებრძოლი''.
საკლუბო ჩემპიონატისთვის გორის ბიუჯეტიდან 60 000 ლარზე მეტი
დაიხარჯა.