დღეს გორის III სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა ოლიმპიადაზე
პირველი ადგილი დაიკავა.
გუნდის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად თეა კეჩხუაშვილი მივიდა,
რომელიც ორი კვირის წინ დირექტორმა გაათავისუფლა და რომელმაც ეს გუნდი
ჩამოაყალიბა.
ოლიმპიადა გორის საჯარო სკოლების გუნდებს შორის გაიმართა.