კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მაკა გოდერძიშვილმა
თანასოფლელებს ნაძვის ხე შეუძინა.
ეს ნაძვის ხე, საძველშობაოდ, 25 დეკემბერს 5 საათზე, სოფელი თელიანის
ცენტრში (პატარა სკოლის გვერდით) საზეიმოდ დაიდგმება.
როგორც ორგანიზატორები წერენ, საშობაო საღამო გრანდიოზული იქნება.
მაკა გოდერძიშვილმა თანასოფლელებს არაერთხელ მოუწყო სიურპრიზი, მან
1
ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს,
პატარებისთვის გასართობი ცენტრის, ზღაპრის გმირები ჩაუყვანა.
საშობაო საღამოზე იქნება ბევრი მუსიკა, ცეკვა და გართობა - აღნიშნავენ
ადგილობრივები.
ფოტო: 2021 წლის 25 დეკემბერი,
თელიანი