დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება
სახელმწიფო ორგანოებზე ვრცელდება 2023 წლის პირველ იანვრამდე
დაბადებულ პირებზე.
ამის შესახებ იმ
განმარტებით
ბარათში წერია, რომელიც საქართველოს პარლამენტის
ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
კანონპროექტის მიხედვით, დევნილი პირები, რომლებიც 2023 წლის პირველ
იანვრამდე იქნებიან არასრულწლოვანები, გრძელვადიანი საცხოვრებელი
ფართით უზრუნველყოფისას გათვალისწინებულნი იქნებიან მათი აღმავალი
შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მომავალში აღარ ექნებათ
ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება.
2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ ის პირებზე, რომელთა
ორივე მშობელი გარდაიცვალა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნელყოფამდე,
უზრუნველყოფილი იქნებიან ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც უნდა მიეღოთ
მათ მშობლებს.
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
სახელმწიფოს გაცხადებული აქვს 2022- 2025 წლებში 5 დიდ ქალაქში:
თბილისი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბორჯომში საცხოვრებელი
კორპუსების მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 7 000
დევნილი ოჯახი, ხოლო შესყიდვის პროგრამით 6 000 დევნილი ოჯახი,
ამისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს 800 000 000
ლარზე მეტს (მათ შორის მხოლოდ 2023 წლის ბიუჯეტი 258 900 000
ლარი).
კანონპროექტით გათვალისწინებული ჩამკეტი მექანიზმის მიხედვით
პოტენციურად ინდივიდუალურ გრძელვადიან განსახლებას არ დაექვემდებარება
58 447 დევნილი პირი, რომელიც სააგენტოს ბაზის მიხედვით ამ ეტაპზე არ
არიან დაკმაყოფილებულები გრძელვადიანი საცხოვრებლით და ამავდროულად
2023 წლის 1 იანვრისთვის იქნებიან არასრულწლოვანები.
ამავდროულად დღეს არსებული შობადობის სტატისტიკის მიხედვით თვეში
საშუალოდ იბადება პოტენციური დევნილის სტატუსის მიმღები 350 ბავშვი,
რის მიხედვითაც 2023 წლის 1 იანვრის შემდგომ დაბადებული პირები,
რომლებზეც არ გავრცელდება სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი
საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება იქნება წელიწადში 4 200
პოტენციურად ახალი დევნილი პირი.
ამ ეტაპზე გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებულია 43 809 დევნილი
ოჯახი (ყველა ის დევნილი პირი/ ოჯახი, რომელსაც აქვს დევნილის სტატუსი
და მოქმედი კანონმდებლობით ეკუთვნის სახელმწიფოსგან გრძელვადიანი
საცხოვრებლით უზრუნველყოფა).