გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი სამუშაო ვიზიტით
კატარში იმყოფება.
ამის შესახებ მან განცხადება ფესიბუქის გვერდზე გამოაქვეყნა:
,,მე როგორც საქართველოსა და კატარის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელს, შეხვედრა მქონდა ქალაქ დოჰაში ჩემს კოლეგა ჰამად
ალ-მულასა და მეჯლის-აშ-შურას სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე
განვიხილეთ საქართველო-კატარის ურთიერთობები და კავშირები, ვისაუბრეთ
სამომავლო თანამშრომლობის უფრო გაღრმავებაზე.'' - აღნიშნულია
განცხადებაში.