1-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში დაკარგული მამაკაცი იპოვეს.
დაკარგული იყო ზნაურის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრები მამაკაცი.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია
ავრცელებს.
სააგენტო ,,რესის'' ცნობით, სამძებრო სამუშაოები მთელი დღის მანძილზე
მიმდინარეობდა.
მამაკაცს მკურნალობენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოყენებულია თემატური ფოტო