ხაშურში საახალწლო ღონისძიებების გამართვას კომპანია ,,ქეი ივენთი''
უზრუნველყოფს.
ამის შესახებ მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2022 წლის 16
დეკემბერს გააფორმა.
საახალწლო ღონისძიებების სანაცვლოდ, ,,ქეი ივენთი'' ბიუჯეტიდან 90 300
ლარს მიიღებს.
ეს ის კომპანიაა, რომელმაც დედაქალაქში 2022 წლის საახალწლო
ღონისძიებები დაგეგმა. თბილისის მერიამ გასულ წელს 67 400 ლარი
გადაუხადა.
აღნიშნულმა კომპანიამ თბილისში საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღსა
და ორბელიანის მოედანზე დაგეგმა და ,,საახალწლო სოფელი'' მოაწყო.
ხელშეკრულება, რომელიც მერიასა და კომპანიას შორის გაფორმდა, ჯერ
ხელმისაწვდომი არაა.
ქვემოთ
ფოტოზე: საახალწლო სოფელი თბილისში, 2022