გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებულმა აიპიმ, კულტურისა და
ტურიზმის სააგენტომ დაიქირავა კომპანია ,,ქეი ივენთსი'', რომელიც
გორში 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ხელშეკრულება ოფიციალურად გამოქვეყნდა.
1-დღიან მომსახურებაში ,,კულტურის ცენტრი'' 88 ათას ლარის გადაიხდის.
წლევანდელ ახალ წელს კულტურის ცენტრს დასახარჯი აქვს სულ 340 000
ლარი, რომელიც მთავრობისგან გამოიყო.
ეს ის კომპანია, რომელმაც გასულ ახალ წელს თბილისში, დედაენის ბაღსა
და ორბელიანის მოედანზე ,,საახალწლო სოფელი'' მოაწყო.
აღნიშნული კომპანია წელს ხაშურშის მერიამაც დაიქირავა, ოღონდ ხაშურში
უფრო ძვირს, 90 ათას 300 ლარს გადაუხდიან.
ფოტოზე: ,,ქეი ივენთსის'' მოწყობილი საახალწლო სოფელი თბილისში