კასპში საახალწლო კონცერტი 27 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ
მერიამ კომპანია ,,ქეი ივენთსი'' (ივენთების გასაღები) დაიქირავა.
ხელშეკრულების მიხედვით, 1-დღიან მომსახურებაში 86 250 ლარი
დაიხარჯება.
ეს ის კომპანიაა, რომელიც ხაშურსა და გორშიც ჩაატარებს კონცერტს.
ხაშურში 7 იანვარს, ქარელში 29 დეკემბერს, ხოლო გორში 31
დეკემბერს.
ყველაზე მეტ თანხას მაინც ხაშურის მერია უხდის - 90 600
ლარს.
რაც შეეხება გორს, აქ 1-დღიან მომსახურებაში ,,კულტურის ცენტრი'' 88
ათას ლარის გადაიხდის.
ეს ის კომპანია, რომელმაც გასულ ახალ წელს თბილისში, დედაენის ბაღსა
და ორბელიანის მოედანზე ,,საახალწლო სოფელი'' მოაწყო.
ფოტო: ახალი
წლის დადგომა 2022 წელს