,,მე და ჩემი მეგობრები მხარს ვუჭერთ ლევან ხაბეიშვილს'' - აცხადებს გორის საკრებულოს წევრი
,,მე და ჩემი მეგობრები მხარს ვუჭერთ ლევან ხაბეიშვილს'' - ამის
შესახებ განცხადებას გორის საკრებულოს წევრი, ენმ-ს წარმომადგენელი
ანი ბალიაშვილი.
იგი თანაპარტიელებს მოუწოდებს, რომ მონაწილეობა მიიღონ პარტიულ
არჩევნებში, რომელიც 28-29 იანვარს გაიართება.
,,ჩვენი ქვეყნისთვის და პარტიისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავია -
ვირჩევთ პარტიის ახალ თავმჯდომარეს ელექტრონული ხმის მიცემის
სისტემით. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ,საქართველოში თუ
საზღვარგარეთ. მთავარია იყოთ ენმ-ს მხარდამჭერი და გინდოდეთ
შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა.'' - აცხადებს ანი
ბალიაშვილი.
იგი განმარტავს, რომ შიდაპარტიული არჩევნების ხარისხიანად ჩატარება
უმნიშვნელოვანესი პროცესია დემოკრატიისთვის და დასავლურ ქვეყნებში ეს
კარგად აპრობირებული მეთოდია. ამიტომ ენმ-ს მხარდამჭერებს
რეგისტრაციაში დახმარებას სთავაზობს.