სურამი - საქასრიას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
დღეს, 18 საათის მონაცემებით, საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 132–კმ 163 (სურამის
კვანძი - საქასრია) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამის შესახებ საავტომობოლიო გზებვის დეპარტამენტი განცხადებას
ავრცელებს. განცხადების მიხედვით, დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია -
აღნიშნულია განცხადებაშ.