გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-12 იანვარს საქართველოში
მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება,
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა. 10-12 იანვარს შავი ზღვის
სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და
გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის
მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ).
საავტომობილო გზების ცალკეულ მომაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი,
ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე
შემოყინულობა.
10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის
ტემერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია
ციტრუსოვანი კულტურების(განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება,
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე
დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების
დაზიანება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).