ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისის კარი დააზიანეს.
ამის შესახებ ფოტოებს პარტიის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი
ავრცელებს.
მისი თქმით, პარტიის აღნიშნული ოფისის დარბევის ეს უკვე მე-9
შემთვევაა.
სათვალთვალო კამერის ჩანაწერების მიხედვით, კარი ორმა ახალგაზრდამ
დააზინა. ერთ-ერთ მათგანს ბორდიურის ნაჭერი შორი მანძილიდან
მოჰქონდა.
შემდეგ შუშა ჩაამტვრია და ფილა ოფისის შიგნით შეაგდო.