შსს-ს ცნობით, საგარეჯოში აივნიდან კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა
წუხელ საგარეჯოში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ყოფილმა
სამხედრომ საცხოვრებელი სახლის აივნიდან ეზოში მოკლა 5 ადამიანი, მათ
შორის ადგილზე მისული პოლიციელებიდან ერთ-ერთი. დაჭრილია 5
ადამიანი.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სახლის აივნიდან ცეცხლი გახსნა 1974
წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ, რომელმაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის
მისვლისთანავე, "ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ,
თვითლიკვიდაცია განახორციელა“.
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ მამაკაცი
შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006-2021 წლებში. დანაშაულის მოტივი
ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: რადიო თავისუფლება