დღეს 21 იანვარს სასტუმრო ,,გორი ინნ'' ოფიციალურად უნდა
გახსნილიყო.
თუმცა, საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო სასტუმროს გახსნის
ცერემონიალი გაუქმდა.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაგეგმილი იყო სადღესასწაულო
ღინისძიებების ჩატარება.
,,გორი ინნი'' არის მეექსვე სასტუმრო, რომელიც საქართველოში ,,ინნ
ჯგუფმა'' დააარსა.
რაც შეეხება საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას, 20 იანვარს, შს
სამინისტროს ცნობით, სახლის აივნიდან ცეცხლი გახსნა 1974 წელს
დაბადებულმა ნ.ა.-მ, რომელმაც ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის
მისვლისთანავე, "ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ,
თვითლიკვიდაცია განახორციელა". შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა
დაადასტურა, რომ მამაკაცი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006-2021
წლებში. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.