სურამში ავტომანქანა ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა.
ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ბუნებრივი აირის გარეშე მოსახლეობის ნაწილი
დარჩა.
,,მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ,
ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება'' - აღნიშნულია უწყების
განცხადებაში.
დაშავებულების შესახებ მერია ინფორმაციას არ ავრცელებს.