ასე გამოიყურება საავტომობილი გზა ძამის ხეობაში.
თოვლის მოსვლიდან (9 იანვრიდან 24 იანვრამდე) 15 დღე გავიდა, გზა კი
კვლავ მოყინულია.
როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ელბაქიანთკარის სიახლოვეს
ავტომობილიც კი მოცურდა და გადავარდა.
შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით,
ქარელის კეთილმოწყობის სამსახურს ერთი წლის განმავლობაში ტექნიკური
მარილი არ შეუძენია.
სამაგიეროდ, წლის მარაგი, გორის კეთილმოწყობის სააგენტოს 130 ტონა
ჰქონდა. კასპსა და ხაშურში - 9-9 ტონა.