ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი შალვა გოჩიტაშვილი 99 წლის გახდა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი შალვა გოჩიტაშვილი 99 წლის გახდა.

შალვა გოჩიტაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში ცხოვრობს.

ის ომში 17 წლის წავიდა და ომის დასრულებამდე უკრაინის ფრონტზე იბრძოდა.

მას იუბილე მშობლიურ სოფელში მიულოცეს.

,,დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მცხოვრებ შალვა გოჩიტაშვილს კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა 99 წლის იუბილე მიულოცეს. ომის ვეტერანმა გაიხსენა ბრძოლის ეპიზოდები, თანამებრძოლები'' - აღნიშნულია კასპის მერიის ოფიციალურ გვერდზე.
Print