ახალი ამბები
გორი-ხიდისთავის გზაზე მიწა შეიძინა კომპანიამ, რომლის დანიშნულებაა - სასტუმროს მშენებლობა
გორი-ხიდისთავის გზის გასწვრივ, ყოფილი ,,გაის'' (საგზაო ინსპექციის) ტერიტორიაზე მშენებლობა მიმდინარეობს.

მიწის ფართობი ეკუთვნოდა როგორც სახელმწიფოს, ასევე გორის მუნიციპალიტეტის მერიას.

ორივე მიწის ნაკვეთი გაერთიანდა და ახლა კომპანიას ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ლევან ლეხლაითნერია. მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

აღნიშნულ პიროვნებას კიდევ რამდენიმე კომპანია აქვს.

კომპანია ..ლვ ინვესთმენთს'' დანიშნულებაში აღწერილი აქვს, რომ ის დაფუძნდა სასტუმროს მშენებლობის მიზნით.

 

Print