გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში სამი ადამიანია მოკლული, მათ
შორის ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელია.
შემთხვევა შუაღამეს მოხდა.
დაღუპულია ყოფილი პოლიციელი, დაახლოებით 60 წლის ასაკის მამაკაცი,
მისი მეუღლე და სიდედრი.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით, სსსკ-ს
11/109 მუხლით მიმდინარეობს.
,,ამ ეტაპზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს'' -
აცხდებენ პრესსამსახურში.
სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ვერსიით, მამაკაცმა ჯერ ცოლი და
სიდედრი სანადირო თოფით მოკლა, შემდეგ კი, - სიცოცხლე თვითმკვლელობის
დაასრულა. თუმცა, გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით არ მიმდინარეობს.