საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს გივი ზაუტაშვილს 85 წელი შეუსრულდა
5 თებერვალს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, გივი ზაუტაშვილს 85
წელი შეუსრულდა.
ის 60 წლის მანძილზე ქართულ სპორტს ემსახურება. მისი იუბილე გორში
გადაიხადეს.
,,მის ხელში გაიარა არაერთმა დიდმა სპორტსმენმა - ოლიმპიური
თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა. აღსანიშნავია, რომ გივი
ზაუტაშვილი, დღესაც მუშაობს მწვრთნელად გურამ პაპიტაშვილის სახელობის
ჭიდაობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში და იღებს მონაწილეობას
ახალგაზრდა სპორტსმენების დაოსტატებაში.'' - აღნიშნულია გორის მერიის
სპორტის განვითარების სააგენტოს მისალოც განცხადებაში.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის
სააგენტოს ორგანიზებით გამართულ, ამ ღვაწლმოსილი ადამიანის საიუბილეო
საღამოზე, შეიკრიბნენ მისი შეგირდები, სპორტული საზოგადოების
წარმომადგენლები - მიულოცეს იუბილე, გაიხსენეს მისი ამაგი,
მნიშვნელოვანი მიღწევები სპორტში და უსურვეს კიდევ დიდ ხანს გარჯა
ქართული სპორტის საკეთილდღეოდ.