თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა
რიცხვი 4 890-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN
ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დღევანდელი დილის მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა
რიცხვმა 3 381 შეადგინა, სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 1 509-მდე
გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 3 548-ს მიაღწია. ამ დროისთვის
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სტიქიის შედეგად დაშავდა 20 426
ადამიანი და ზიანი მიადგა 11 000-ზე მეტ შენობას.
მედიის განცხადებით, ამჟამად თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ
რეგიონებში 25 000 მაშველი მუშაობს. CNN წერს, რომ გადაუდებელი
დახმარების ჯგუფები 10 გემსა და 54 ვერტმფრენს იყენებენ დაჭრილთა
დასახმარებლად და სამძებრო სამუშაოებში.
6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური
სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ
გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მ
იწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის,
ისრაელსა და ლიბანში. პირველი მიწისძვრის შემდეგ, 6 თებერვალს უკვე
შუადღისას თურქეთის იმავე რეგიონში კვლავ მოხდა მიწისძვრა – 7.8
მაგნიტუდის სიმძლავრის.
წყარო:
ნეტგაზეთი