ხაშურის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ ქურდაძე მსოფლიოდან ასობით
ახალგაზრდას შორის, FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა.
"ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც ამერიკაში გაცვლითი პროგრამით
იმყოფება, მთელი მსოფლიოდან ასობით ახალგაზრდას შორის, FLEX პროგრამის
თვის მონაწილედ დასახელდა. მარიამ ქურდაძე შეარჩიეს მაღალი აკადემიური
მოსწრების, მოხალისეობისა და საკუთარი ქვეყნის კულტურის
განსაკუთრებული ენთუზიაზმით გაზიარების გამო. შეერთებულ შტატებში
საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია გაცვლითი პროგრამების
მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ როლში ქართველი მონაწილეები ყოველთვის
ბრწყინავენ და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში
ათასობით ამერიკელს პირადად გააცნეს და შეაყვარეს საქართველო." -
აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო