ხაშურში არასრულწლოვან შვილის ცემისთვის მშობელს საზოგადოების
სასარგებლოდ 400-საათიიანი შრომა მიუსაჯეს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ 2023 წლის 27 თებერვალს
მიიღო.
გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობას, ხოლო
ბრალდებული წარსულში აღნიშნულ საქმეზე ერთხელ უკვე იყო
მსჯავრდებული.
ხაშურის პროკურორის განმარტებით:
,,საცხოვრებელ სახლში, მშობელმა იძალადა თავის არასრულწლოვან შვილზე,
მოზარდზე, კერძოდ, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც
მოქაჩა თმა და ფეხი დაარტყა მუცლის არეში. ჩადენილი ძალადობის შედეგად
არასრულწლოვანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.'' - აღნიშნულია
პროკურორის საბრალდებო სიტყვაში.