წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგად შიდა ქართლიდან
მიმოზა ღოლიჯაშვილი დასახელდა.
ჯილდო აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა გადასცა.
მიმოზა ღოლიჯაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო
სკოლის პედაგოგია.
დაჯილდოების ცერემონიალი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური
კონფერენცია-გამოფენაზე გაიმართა.
ღონისძიების მსვლელობისას გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სამოქალაქო
განათლების მასწავლებლები, წლის წარმატებული პედაგოგები და სასკოლო
სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები.