სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლებს Silknet-მა ერთწლიანი ულიმიტო პაკეტი გადასცა
Silknet-მა სამოქალაქო განათლების 5 საუკეთესო მასწავლებელი
დააჯილდოვა.
პედაგოგებს კომპანიისგან საჩუქრად გადაეცათ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტი,
რომელიც მოიცავს უფასო ინტერნეტს, ზარებს და SMS-ებს.
ასევე, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულმა 25-მა მასწავლებელმა
"სილქნეტისგან" მიიღო სიმბოლური საჩუქრები.
შეგახსნებთ, გუშინ, ,,იუსაიდის'' სამოქალაქო განათლების პროგრამის
წარმომადგენლებმა წლის საუკეთესო პედაგოგად, შიდა ქართლში, გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სამოქალაქო განათლების პედაგოგი
მიმოზა ღოლიჯაშვილი დაასახელეს.