პრეზიდენტმა 9 აპრილისა და და 7-8 მარტის აქციების მონაწილე ქალებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 9 აპრილისადმი
მიძღვნილ ღონისძიებაზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო
თეატრში, სახელმწიფო ჯილდოები გადასცა 9 აპრილისა და და 7-8 მარტის
აქციების მონაწილე ქალებს - ნანა მახარაძესა და ნანა მალაშხიას.
ნანა მახარაძეს ღირსების მედალი გადაეცა საქართველოს დამოუკიდებლობის
მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო
პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების
ამაღლებისთვის, ხოლო ნანა მალაშხიას საქართველოს ევროპული
მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის
გამოვლენისათვის.
,,[1989 წლის მოვლენების შემდეგ], ნანა მახარაძის ფოტო გასცდა ჩვენს
საზღვრებს და მთელს მსოფლიოში მას 9 აპრილის სახედ იცნობენ. ნანა
მალაშხია კი, საქართველოს ევროპული მომავლის სახე გახდა, გასცდა ჩვენს
საზღვრებს, რითაც დავანახეთ მოსფლიოს - რა არის საქართველო, რა უნდა
საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს.
ახლა დავაჯილდოვებთ მათ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის. ეს
ჯილდო ეძღვნება 9 აპრილის ყველა იმ ქალს, რომელიც საქართველოს
დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის ამ და სხვა პერიოდებში იბრძონდნენ,
ეს ორ ქალი სწორედ მათ სახეებს წარმოადგენენ“ - განაცხადა საქართველოს
პრეზიდენტმა.